ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით, გაეროს სათავო ოფისში საქართველოს ინიციატივით გამართული ღონისძიების შესახებ

ომის მე-9 წლისთავი 22008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 10 აგვისტოს, გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ ნიუ-იორკში, გაეროს სათავო ოფისში გამართა ღონისძიება სახელწოდებით - „Roundtable on the human rights and security related developments in Abkhazia, Georgia and Tskhinvali Region/South Ossetia, Georgia". ღონისძიების ფარგლებში გაეროსთან საქართველოს მუდივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ დამსწრეებს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობისა და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ.

განხილვების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და ხსენებული რეგიონების მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების უხეშ და სისტემატიურ დარღვევებზე. ​კერძოდ, შეშფოთება გამოითქვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების, ასევე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის და საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვის გამო, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს მოსახლეობის გადაადგილების უფლებას. აქვე აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა. მსგავსი ქმედებები არა მხოლოდ ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ ადამიანის უფლებებს, არამედ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე და ხელს უშლის საქართველოს ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის. დამსწრეებს მიეწოდათ ინფორმაცია ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ძალისხმევისა და სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ.

ღონისძიებას, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარდა, დაესწრნენ გაეროს წევრი ქვეყნების, ევროკავშირის დელეგაციისა და გაეროს სისტემის წარმომადგენლები. მრგვალი მაგიდის ფარგლებში პარტნიორი ქვეყნების მხრიდან გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები.  

 

ნიუ-იორკი, 2017 წლის 10 აგვისტო

 

ომის მე-9 წლისთავი 4

ომის მე-9 წლისთავი 3

ომის მე-9 წლისთავი

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 5 7
8 9 10 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ