ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
შეხვედრა პოლიტიკურ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან (ASG), მიროსლავ იენჩასთან

იენჩამ/წლის 9 აგვისტოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ბ-მა კახა იმნაძემ შეხვედრა გამართა პოლიტიკურ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან (ASG), ბატონ მიროსლავ იენჩასთან. შეხვედრაზე გენერალური მდივნის მოადგილეს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 9 წლის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ბატონი იენჩა საქმის კურსში ჩააყენა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის პირობებში უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე განვითარებებთან დაკავშირებით. ​კერძოდ, შეშფოთება გამოითქვა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური  ბარიერების, ასევე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის და საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვის გამო, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს მოსახლეობის გადაადგილების უფლებას. აქვე აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა. მსგავსი ქმედებები არა მხოლოდ ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ ადამიანის უფლებებს, არამედ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე და ხელს უშლის საქართველოს ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის.  აღინიშნა, რომ საქართველო კონფლიქტის  ერთადერთ გზად, მშვიდობიან  დარეგულირებას განიხილავს. ამ მხრივ ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობას.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიების ამ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობას.

2017 წლის 9 აგვისტო

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 5 7
8 9 10 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ