ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
გაერო-ს 72-ე სესიის გენერალური დებატების ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ქ-ნმ თეა წულუკიანმა მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის ღონისძებაში

გაერო-ს 72-ე სესიის გენერალური დებატების ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა,  თეა წულუკიანმა მონაწილეობა მიიღო შვეიცარიის, ბრაზილიის, სიერა ლეონესა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის  ორგანიზებით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა მდგრადი განვითრების მე-16 მიზნის  - მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები - ფარგლებში „მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების გზამკვლევის“ დაწყებას. 

სხვა მონაწილეებთან ერთად იუსტიციის მინისტრი საქართველოს სახელით მიესალმა გეგმის ამოქმედებას და გააკეთა პრეზენტაცია. თეა წულუკიანმა ისაუბრა ქვეყანაში სამართლიანი საზოგადოების მშენებლობისათვის გატარებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს კანონის უზენაესობა, ელექტრონული მმართველობის დანერგვა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ღია მმართველობის ხელშეწყობა, მთავრობის გადაწყვეტილებების გამჭვირვალობა და საჯარო სამსახურებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა იუსტიციის სახლებზე, მათ შორის ქართულ სოფლებსა და ქალაქებში სერვისების გაცემის მოდელზეც და აღნიშნა, რომ საქართველოს რამდენიმე სოფელში საზოგადოებრივ ცენტრებში მოსახლეობა ზუსტად იმ სტანდარტების დაცვით იღებს სახელმწიფო სერვისებს, როგორც ეს დიდ ქალაქებში ხდება.

  საქართველოს იუსტიციის მინისტრს ფორუმის მონაწილეებმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარეობა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

აღსანიშნავია, რომ გზამკვლევში მოყვანილია საქართველოს მაგალითი სამართლიანი საზოგადოების მშენებლობისათვის ქვეყანაში გადადგმულ ნაბიჯებზე.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 5 7
8 9 10 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ