ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
2017 წლის 27-28 სექტემბერს, გაიმართა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრა ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური სამოქმედო გეგმის შეფასების თაობაზე

2017 წლის 27-28 სექტემბერს, გაიმართა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრა ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური სამოქმედო გეგმის შეფასების თაობაზე.

გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა მაღალი დონის შეხვედრის პლენარული სხდომის ფარგლებში, სადაც ისაუბრა ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოში გადადგმულ ნაბიჯებზე, კერძოდ ყურადღება გაამახვილა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობასა და არსებულ კანონმდებლობაზე. მუდმივმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური სამოქმედო გეგმის მნიშვნელობას, ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერება ტრეფიკინგის მსხვერპლთა, მათ შორის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების, დევნილებისა და ლტოლვილების დაცვის მიზნით.

 პლენარული სხდომის გარდა, ასევე გაიმართა ორი ინტერაქტიული საპანელო დისკუსია:

·          გლობალური სამოქმედო გეგმა და ეფექტური პარტნიორობა ადამიანებით ვაჭრობის პრევენციისა და დევნისათვის: მიღწევები, ხარვეზები და გამოწვევები მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების გათვალისწინებით;

·          გლობალური სამოქმედო გეგმა და ეფექტური პარტნიორობა მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისთვის, მათ შორის ადამიანებით, განსაკუთრებით ქალებით და ბავშვებით ვაჭრობის შესახებ გაერო-ს ნებაყოფლობითი ფონდის მეშვეობით.

 მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში, გენერალურმა ასამბლეამ მიიღო პოლიტიკური დეკლარაცია ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ