ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
2017 წლის 6 ოქტომბერს, გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველის ქ-ნი ეკა ყიფიანის განცხადება გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის მესამე კომიტეტზე გამართულ ინტერაქტიული დიალოგის ფარგლებში.

2017 წლის 6 ოქტომბერს, გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა, ეკა ყიფიანმა გააკეთა განცხადება გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის მესამე კომიტეტზე ქალთა მიმართ ძალადობის, მისი მიზეზებისა და შედეგების საკითხებზე სპეციალურ მომხსენებელთან, დუბრავკა შიმონოვიჩთან გამართული ინტერაქტიული დიალოგის ფარგლებში.

თავის გამოსვლაში ქართველმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს ქალთა უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის კუთხით, აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს გენდერული თანასწორობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ყოვლისმომცველი პოლიტიკის შემუშავებას.

ეკა ყიფიანმა, ასევე, აღნიშნა, რომ 2016 წლის თებერვალში საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შედეგად სპეციალური მომხსენებლის რეკომენდაციით, საქართველომ მოახდინა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კონვენციის რატიფიცირება, რომელიც ძალაში შევიდა  2017 წლის 1 სექტემბერს.

ქართველმა დიპლომატმა, ასევე, ისაუბრა გაერო-ს ქალთა სტატუსის კომისიის 61-ე (CSW61) სესიის ფარგლებში, საქართველოს მიერ სპეციალურ მომხსენებელთან,  დუბრაკა შიმიონოვიჩთან და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციასთან (UN WOMEN) ერთად ორგანიზებულ ღონისძიებაზე: ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში: გამოწვევები და მიღწევები.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 5 7
8 9 10 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ