ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
2017 წლის 11 ოქტომბერს, გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველის, ეკა ყიფიანის განცხადება გაერო-ს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტში

2017 წლის 11 ოქტომბერს, გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა, ეკა ყიფიანმა გააკეთა განცხადება გაერო-ს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტში დღის წესრიგით გათვალისწინებული 68-ე საკითხის ფარგლებში, რომელიც ეხება ბავშვთა უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის საკითხებს.

თავის გამოსვლაში საქართველოს დელეგატმა აღნიშნა, რომ ბავშვთა უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის ვალდებულება საქართველომ აიღო ბავშვთა უფლებების შესახებ გაერო-ს კონვენციის და დამატებითი ოქმების ხელმოწერით. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებებსა და მიღებულ ახალ კანონებზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა 2016 წელს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებას.

განცხადებაში ასევე გამოითქვა შეშფოთება საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების სრული არარსებობის პირობებში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბავშვთა უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. ყურარება გამახვილდა იკუპირებულ რეგიონებში მშობლიური ენაზე განათლების მიღების უფლების და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 5 7
8 9 10 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ