ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის განცხადება გენერალური ასამბლეის პირველი კომიტეტის გენერალური დებატების ფარგლებში

2016 წლის 6 ოქტომბერს გაეროს გენერალური ასამბლეის პირველ კომიტეტში (განიარაღება და საერთაშორისო უსაფრთხოება) გაიმართა გენერალური დებატები, სადაც განცხადებით გამოვიდა გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ბატონი კახა იმნაძე.

ელჩმა ისაუბრა განიარაღებისა და უსაფრთხოების თვალსაზრით საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებულ ისეთ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, როგორიცაა მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება, ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტები, ტერორიზმი, იარაღით უკანონო ვაჭრობა, რეგიონული უსაფრთხოება, "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტული ორგანიზაციიდან მომდინარე საფრთხეები, სახელმწიფოთა მიერ თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა არსებულ განიარაღებისა და უსაფრთხოების მექანიზმების ფარგლებში და სხვა.

პირველი კომიტეტის დელეგატთა ყურადღება ასევე გამახვილდა ქიმიური, ბაქტერიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევების ინსტიტუტთან (UNICRI) ქბრბ რისკების მოწინავე ცენტრების საკითხზე თანამშრომლობასა და ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ცენტრების საქმიანობის წახალისებაზე სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა, მოლდოვასა და უკრაინაში.

განცხადებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებულ საგანგაშო მდგომარეობას და აღინიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას, ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას, ატარებს უპრეცედენტო რაოდენობის სამხედრო წვრთნებს, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებსა და ნორმებს, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 5 7
8 9 10 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ