ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
2017 წლის 20 ოქტომბერს, გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველის, ეკა ყიფიანის განცხადება გაერო-ს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტზე

2017 წლის 20 ოქტომბერს, გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა, ეკა ყიფიანმა გააკეთა განცხადება გაერო-ს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტზე იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებზე სპეციალურ მომხსენებელთან, სესილია ხიმენეს დიმარისთან გამართული ინტერაქტიული დიალოგის ფარგლებში.

საქართველოს დელეგატი მიესალმა ყოფილი სპეციალური მომხსენებლის, ჩოლოკა ბეიანის საქართველოში ვიზიტს და აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის პირობებში, სამწუხაროა, რომ  სპეციალური მომხსენებელი ოკუპირებულმა რეჟიმმა არ შეუშვა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა შესაძლო ზომა უნდა იქნას მიღებული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო აქტორებისთვის თავისუფალი და შეუფერხებელი შესვლის უზრუნველსაყოფად. 

ეკა ყიფიანმა შეშფოთება გამოხატა იმ ფაქტზე, რომ საქართველოს შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის მრავალი რეზოლუციის მიუხედევად, რომლებიც ადასტურებენ დაბრუნების ფუნდამენტურ უფლებას, ასიათასობით ადამიანი კვლავ იძულებით გადაადგილებული რჩება. უფრო მეტიც, ადგილზე მიმდინარე მოვლენები იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნების დამატებით დაბრკოლებას ქმნის. 

საქართველოს დელეგატმა, ასევე, ისაუბრა დევნილთათვის სათანადო პირობების შექმნის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე  და აღნიშნა, რომ მთავრობა უაღრესად აფასებს სპეციალური მომხსენებლის რეკომენდაციებს.

http://un.mfa.gov.ge/files/un/3rd_committee.pdf

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ