ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
2017 წლის 27 ოქტომბერს გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ელენე აგლაძემ მონაწილეობა მიიღო გაერო-სთან უკრაინის მუდმივი წარმომადგენლობისა და “Human Rights House Foundation”-ის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში

2017 წლის 27 ოქტომბერს გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ელენე აგლაძემ მონაწილეობა მიიღო გაერო-სთან უკრაინის მუდმივი წარმომადგენლობისა და “Human Rights House Foundation”-ის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში: ადამიანის უფლებებათა მდგომარეობა ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ქალაქ სევასტოპოლში, უკრაინა.

თავის გამოსვლაში, ქართველმა დიპლომატმა გამოთქვა შეშფოთება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და ქალაქ სევასტოპოლში ადამიანის უფლებათა საგანგაშო მდგომარეობის გამო, რომელიც დადასტურებულია გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ანგარიშში: ადამიანის უფლებებათა მდგომარეობა ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ქალაქ სევასტოპოლში, უკრაინა. ელენე აგლაძემ ხაზი გაუსვა ანგარიშში რუსეთის მიმართ გაცემული ყველა რეკომენდაციის შესრულების აუცილებლობას.

ქართველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მრავალი მოწოდების მიუხედავად, სამწუხაროდ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებს არ უშვებენ ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში. მან ხაზი გაუსვა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ყირიმში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციების შეუფერხებელი და დაუყოვნებლივი შესვლის აუცილებლობას. 

ელენე აგლაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სრული მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ