ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ელენე აგლაძემ მონაწილეობა მიიღო პარალელურ ღონისძიებაში - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება გაჭიანურებულ კონფლიქტებში
2017 წლის 26 ოქტომბერს გაიმართა პარალელური ღონისძიება - „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება გაჭიანურებულ კონფლიქტებში“, რომელიც ორგანიზებული იყო ეუთოს თავჯდომარის - გაეროსთან ავსტრიის მუდმივი წარმომადგენლობის მიერ საქართველოს და მოლდოვეთის მუდმივ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობით.  ღონისძიების ორგანიზებაში ასევე ჩართულები იყვნენ მშვიდობისმყოფელი ქალების გლობალური კავშირი (GNWP), მეთოდისტ ქალთა გაერთიანება (UMW) და უკრაინელ ქალთა ორგანიზაციების მსოფლიო ფედერაცია (WFUWO).  
 
გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ელენე აგლაძემ, მონაწილეობა მიიღო ზემოხსენებულ ღონისძიებაში და შეხვედრის გახსნით ნაწილში სიტვით მიმართა მონაწილეებს. თავის გამოსვლაში  ქართველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების“ დღის წესრიგი სრული და ეფექტური განხორციელება წარმოადგენს საქართველოს პრიორიტეტს. მან ისაუბრა  საქართველოს მთავრობის მიერ გაერო-ს უშიშროების საბჭოს  1325-ის რეზოლუციის განსახორციელებლად გატარებულ ზომებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამჟამად მუშაობს 1325 რეზოლუციის განხორციელების შესახებ 2018-2020 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე.
 
მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 1325-ის რეზოლუციის განხორციელების სირთულეს.  მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გრძელდება ქალთა ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დარღვევები, კერძოდ ირღვევა თავისუფლად გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, და სხვა პოლიტიკური, ეკონომიკური, სამოქალაქო, სოციალური და კულტურული უფლებები. ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციას განსაკუთრებით ამძიმებს საერთაშორისო მონიტორინგის მისიების არ არსებობა. 
 
ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობა მიიღო საქართველოს ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, ნაზი ბურდულაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში 1325 რეზოლუციის განხორციელების მიღწევებზე და არსებულ გამოწვევებზე.
 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ