ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის ელენე აგლაძის სიტყვით გამოსვლის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ანგარიშის შესახებ გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე გამართული დებატის ფარგლებში

2017 წლის 30 ოქტომბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 37-ე პლენარულ სხდომაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პრეზიდენტმა, სილვია ფერნანდეს დე გურმენდიმ წარმოადგინა გასული წლის განმავლობაში სასამართლოს მუშაობის ანგარიში. 

პლენარული სხდომის ფარგლებში დებატისას გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ელენე აგლაძემ გააკეთა განცხადება. მან ხაზი გაუსვა, რომ მასობრივი დანაშაულის პრევენცია, რომელიც “საფრთხეს უქმნის მსოფლიო მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას” უმთავრესია საერთაშორისო დონეზე კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად იმ საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ჰუმანიზმის ღირებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც  სასამართლოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას აერთიანებს. ძლიერი სასამართლოს არსებობა დამოკიდებულია წევრი სახელმწიფოების მხრიდან სასამრთლოსთან თანამშრომლობაზე. 

საქართველოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობას, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წლის ომის შემდეგ 14 აგვისტოს სასამართლოს წინასწარი გამოძიებისას დაიწყო. 

ელენე აგლაძემ  ხაზი გაუსვა, რომ საქართველო 1990—იანი წლებიდან საერთაშორისო დანაშაულებების მსხვერპლია, 2008 წლის აგვისტოში კი, ათასობით სამოქალაქო პირი გახდა განმეორებული ეთნიკური წმენდისა და სხვა შემზარავი დანაშაულის სამიზნე.

საქართველოს წარმომადგენელმა დელეგაციებს მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნული დანაშაულების გამოძიების მიზნით ეროვნულ დონეზე საქართველოს მიერ ჩატარებული  უპრეცედენტო მასშტაბის გამოძიების შესახებ. კერძოდ, ქართულმა საგამოძიებო ჯგუფი ესაუბრა 7000 მოწმეს, მოიპოვა 200 სასამართლო ექპერტის მოსაზრებები და 30 დასახლებულ ტერიტორიაზე ჩაატარა დანაშაულის ადგილის მოკვლევა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამომძიებლის ფატუ ბენსუდას მიმართვა და წინასასამართლოს I პალატის გადაწყვეტილება გამოძიების ჩატარების შესახებ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევა 2008 წლის საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაზარალებულთა უფლებების დაცვისა და ასევე 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე ჩადენილი  დანაშაულებებისთვის პასუხისმგებელ პირთა დასჯის თვალსაზრისით. როგორც ქალბატონმა გამომძიებელმა აღნიშნა 2016 წლის თებერვალში, იმედი გვაქვს, “გამოძიება დაადგენს სიმართლეს და სამართალი მიიღწევა დაზარალებულთათვის, რომლებმაც საშინელი ტანჯვა გამოიარეს კონფლიქტის დროს”.

თავის გამოსვლაში ელენე აგლაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 27 ივლისს საქართველოს მთავრობამ  გააფორმა შეთანხმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რეგისტრატორთან სასამართლოს საქმიანობისა და მიმდინარე გამოძიების ხელშეწყობის მიზნით. 

სიტყვის დასასრულს, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ელენე აგლაძემ აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა გააგრძელოს სასამართლოსთან თანამშრომლობა საერთაშორისო მართლმსაჯულებისა და საერთო მშვიდობის მიზნებისათვის. 

http://un.mfa.gov.ge/files/un/ICC_Report_pdf.pdf

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ