ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის განცხადება გენერალური ასამბლეის სესიაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმის საკითხზე

2017 წლის 8 ნოემბერს გაიმართა გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარული სხდომა უშიშროების საბჭოს რეფორმის თაობაზე.

გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე, უშიშროების საბჭოს რეფორმის მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების თანა-თავმჯდომარეები არიან გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ბ-ნ კახა იმნაძე და არაბთა გაერთიანებული ემირატების მუდმივი წარმომადგენელი  ქ-ნი ლანა ზაკი ნუსეიბი.

თანა-თავმჯდომარეების სახელით, სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ბ-ნმა კახა იმნაძემ. საქართველოს წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტსა და წევრ სახელმწიფოებს გამოხატული ნდობისა და ასეთი მნიშვნელოვანი როლის დაკისრებისათვის. ბ-მა კახა იმნაძემ ისაუბრა მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების პროცესში გამოკვეთილი თანმხვედრი პოზიციების თაობაზე, აღნიშნა რომ პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს და ხაზი გაუსვა უშიშროების საბჭოს რეფორმის მნიშვნელოვნებას, გაეროს სიძლიერისა და ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით.

უშიშროების საბჭოს რეფორმაზე მოლაპარაკებები გენერალურ ასამბლეაში 1993 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების სახე მას 2008 წლიდან მიეცა. მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების მთავარი ელემენტებია - წევრობის კატეგორიები, რეგიონალური გადანაწილება, გაფართოებული უშიშროების საბჭოს წევრების რაოდენობა და  მუშაობის მეთოდიკა, ვეტოს საკითხი, თანამშრომლობა საბჭოსა და გენერალურ ასამბლეას შორის.

აღნიშნული მოლაპარაკებები გაეროში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია  და საქართველო  აქტიურად არის მასში ჩართული. პროცესი გრძელვადიანია, თუმცა ყველა წევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ ახალი გამოწვევების, საფრთხეებისა და დღეს არსებული რეალობის ჯეროვნად ასახვისათვის უშიშროების საბჭოს რეფორმა აუცილებელია.

თანა-თავმჯდომარეები უძღვებიან მოლაპარაკებების პროცესს, განსაზღვრავენ მოლაპარაკებების ინტენსიურობას და განსახილველ საკითხებს, ახდენენ მხარეთა თანმხვედრი პოზიციების შეჯერებას და შესაძლებლობის ფარგლებში, ხელს უწყობენ მოლაპარაკებების წინსვლას.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ