ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას იღებს გაერო-ს სოციალური განვითარების კომისიის 56-ე სხდომაში.

 

2018 წლის 30 იანვარს, სოფიო კილაძემ გააკეთა განცხადება გაერო-ს სოციალური განვითარების კომისიის 56-ე სხდომაზე. მან ისაუბრა სიღარიბის დაძლევის კუთხით საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებსა და განხორციელებულ ღონისძიებებზე.   სოფიო კილაძემ აღნიშნა, რომ საქართველომ ეროვნულ გეგმებსა და სტრატეგიებში მოახდინა ინტეგრირება მდგრადი განვითარების პირველი მიზნის, რომელიც  სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრას ეხება.

 

ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიღარიბის აღმოფხვრის მიმართულებით. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა კომიტეტის მიერ 2017-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე, რომელიც ფოკუსირებულია სოციალური და ეკონომიკური უფლებების ხელშეწყობაზე, ასევე მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვასა და ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებზე.

 

კომისიას, აგრეთვე, მიეწოდა ინფორმაცია 2030 დღის წესრიგთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება 2018 წლის 28-29 მაისს ქ. თბილისში.

 

ვიზიტის ფარლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა გამართა გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორის თანაშემწესთან, მაგდი მარტინეს სოლიმანთან. შეხვედრები, აგრეთვე, დაგეგმილია გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) 73-ე სესიის პრეზიდენტთან, მარი შატარდოვასთან და გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან, იანის გლემარეკთან.

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 10
11 12 13 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ