ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ელენე აგლაძემ მონაწილეობა მიიღო მშვიდობისა და განვითარების ხელშეწყობისთვის სამეცნიერო სფეროში თანასწორობის მიღწევის შესახებ ფორუმში

2018 წლის 8 თებერვალს, გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ელენე აგლაძემ, მონაწილეობა მიიღო მშვიდობისა და განვითარების ხელშეწყობისთვის სამეცნიერო სფეროში თანასწორობის მიღწევის შესახებ ფორუმში, რომელიც იმართება სამეცნიერო სფეროში ქალებისა და გოგონების საერთშორისო დღის აღსანიშნავად.  

მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ განცხადება გააკეთა ფორუმის მაღალი დონის პანელის ფარგლებში. მან ისაუბრა საქართველოში გენდერულ თანასწორობაზე ორიენტირებულ პოლიტიკასა და საგანმანათლებლო პროგრამებზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს განათლების ყველა დონეზე, ასევე სამეცნიერო კვლევების დროს ე.წ. STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) დარგების განვითარება. ქალბატონმა ელენე აგლაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა გააგრძელოს ძალისხმევა ქალებისა და გოგონების უფლებებისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით, მათ შორის სამეცნიერო სფეროში.  

აღნიშნული ფორუმი ორგანიზებულია „Royal Academy of Science International Trust (R.A.S.I.T.)“, გაერო-ს ვაჭრობისა და განვითრების კონფერენციის (UNCTAD) სამდივნოს, გაერო-სთან მალტის, უნგრეთის, კოსტა რიკისა და ვიეტნამის მუდმივი წარმომადგენლობების მიერ. საქართველო გახდა აღნიშნული ფორუმის თანა-სპონსორი.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 10
11 12 13 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ