ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველო გმობს არაპროვოცირებულ თავდასხმას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

2007 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დანაყოფს სვანეთის რეგიონში თავს დაესხა აფხაზი  სეპარატისტების შეიარაღებული დაჯგუფება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დანაყოფები იძულებული გახდნენ პასუხი გაეცათ ამ არაპროვოცირებული თავდასხმისათვის, რომლის დროსაც დაიღუპა ორი ექსტრემისტი, ხოლო შვიდი - დააკავეს.

სამწუხაროდ, ეს ინციდენტი რეგიონში დაძაბულობის ესკალაციისაკენ მიმართულ, გამუდმებული პროვოკაციების კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს.

საქართველო კატეგორიულად გმობს ამ აქტს და გამოხატავს ღრმა შეშფოთებას მსგავსი სახის უპასუხისმგებლო და საშიში ქმედების გამო.

საქართველო თანამშრომლობს ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის UNOMIG-თან, რომელსაც ეთხოვა ამ ფაქტის სწრაფი შეფასება და ანგარიშის წარმოდგენა.

საქართველოს ტერიტორიული ურღვევობა და სუვერენიტეტი ხელშეუხებელია. ამ კონტექსტში, ჩვენ მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, განაახლონ დიალოგი, რათა საშუალება მიეცეს შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური პროცესის განხორციელებას.

თბილისი, 2007 წლის 21 სექტემბერი

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ