ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
კახა იმნაძე

კახა იმნაძე დაინიშნა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, 2013 წლის 19 ივლისს.

            საჯარო სამსახურში დაბრუნებამდე, კახა იმნაძე 10 წლის მანძილზე მუშაობდა კერძო სექტორში, როგორც კონსულტანტი ინვესტიციებისა და პოლიტიკური რისკების შეფასების, ასევე საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში. იმავდროულად იგი თანამშრომლობდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და იყო რიგი მათგანის საბჭოს წევრი. მათ შორის: საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი (2012-2013), რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის პროგრამების დირექტორი (2009-2012), დიდი ბრიტანეთის კონფლიქტების კვლევის ცენტრის (Conflict Studies Research Centre, Camberley, UK) ასოცირებული მკვლევარი (2005-2007) და ნატო- სახალხო დიპლომატიის არაფორმალური ქსელების პროექტის თანადირექტორი (2005-2007).

            საჯარო და დიპლომატიური კარიერის სხვადასხვა ეტაპზე კახა იმნაძე გახლდათ:

- 2000-2003 წლებში - საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივანი და სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი

- 1998-2000 წლებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე საგარეო ურთიერთობისა და სამხედრო საკითხებში

- 1994-1998 წლებში - ნატო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე და ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საელჩოს პოლიტიკური მრჩეველი, ხოლო ნატო-ში საქართველოს მისიის ჩამოყალიბებამდე კი - ამ ორგანიზაციაში საქართველოს პირველი მეკავშირე თანამშრომელი და იმავდროულად ასრულებდა ევროპაში მოკავშირეთა უმაღლესი სარდლობის შტაბში საქათველოს მეკავშირე ოფიცრის ფუნქციასაც.

- 1993-1994 წლებში - საგარეო საქმეთა სამინისტროს დასავლეთ ევროპული სამმართველოს უფროსი

- 1992-1993 წლებში - ამავე სამინისტროს სამხრეთი და აღმოსავლეთ აზიის სამმართველოს უფროსის მოადგილე

- 1990-1993 წლებში ეკავა სხვადასხვა თანამდებობები მესამე მდივნიდან პოლიტიკური დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილემდე საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მუშაობა დაიწყო, როგორც სტაჟიორმა 1989 წელს.

- 1989-7-1989 წლებში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური.

 

         კახა იმნაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის მაგისტრის წოდებით.

         ფლობს ქართულ (მშობლიური), ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.

         ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი. 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ