ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საპატიო კონსულები საზღვარგარეთ

საპატიო კონსულის ინსტიტუტი დაფუძნებულია „საკონსულო ურთიერთობების შესახებ" ვენის 1963 წლის კონვენციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს საკონსულო დაწესებულებების შესახებ" კანონითა და საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ" დებულების თანახმად.

საქართველოს საპატიო კონსულად შეუძლება დაინიშნოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და არ იმყოფება სახელმწიფო სამსახურში.

საპატიო კონსულის მეთაურობით საკონსულო დაწესებულების გახსნის საფუძვლად შეიძლება ჩაითვალოს - ეკონომიკური ან პოლიტიკური მნიშვნელობა საქართველოსთვის, საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური, კულტურული თანამშრომლობის განვითარება-გაღრმავება, ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის წახალისება.

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ