ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
დიალოგი წევრ ქვეყნებთან თემაზე - „Moving from MDGs to SDGs in Europe and Central Asia: Untangling Complexity, Taking Action“

2016 წლის 11 ნოემბერს საქართველოს მისიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპისა და ცენტრალური აზიისათვის გაეროს განვითარების რეგიონული ჯგუფისა (R-UNDG ECA) და რეგიონული კოორდინაციის მექანიზმის (RCM) ორგანიზებით, წევრ ქვეყნებთან გამართულ დიალოგში თემაზე - „Moving from MDGs to SDGs in Europe and Central Asia: Untangling Complexity, Taking Action“.

ღონისძიების მიზანს რეგიონის ქვეყნებში, ეროვნულ  დონეზე ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულებისა (MDGs) და მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელების საწყის ეტაპზე მიღებული გამოცდილების შესახებ მსჯელობა და SDG-ის განხორციელების პროცესში წევრი ქვეყნების წინაშე მდგარი სირთულეების განხილვა წარმოადგენდა. ღონისძიების ფარგლებში წარდგენილ იქნა გაეროს ანგარიშში - “Looking Back, Leaping Forward - Moving from MDGs to SDGs in Europe and Central Asia” - მოყვანილი ძირითადი დასკვნები.

თავის კომენტარში საქართველოს მისიის მრჩეველმა ნინო შეყრილაძემ მიმოიხილა მდგრადი განვითარების მიზნების საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებში ასახვის კუთხით განხორციელებული პროცესი და შეეხო, ასევე, ხსენებულ პროცესში გამოვლენილ გამოწვევებს. ამ კუთხით ხაზი გაესვა სექტორული და სეგრეგირებული სტატისტიკურ მონაცემებთა წარმოებისა და ანალიზის კუთხით შესაძლებლობების გაძლიერების, აგრეთვე, პარტნიორობების გაძლიერებისა და ინოვაციური დაფინანსების გზების ძიების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ეს ყველაფერი საკვანძო იქნება მდგრადი განვითარების დღის წესრიგის „2030 Agenda“ წარმატებით განხორციელებისათვის.  

 ნიუ-იორკი, 2016 წლის 11 ნოემბერი

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ