ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პირველად მიიღო უკრაინის რეზოლუცია დროებით ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა) ადამიანის უფლებების მდგიმარეობის შესახებ

მიმდინარე წლის 15 ნოემბერს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტმა 73 ხმით 23-ის წინააღმდეგ (76-მა თავი შეიკავა)  მიიღო უკრაინის რეზოლუცია დროებით ოკუპირებული ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. რეზოლუციის 41 თანასპონსორს შორის საქართველო ერთ-ერთია. რეზოლუცია გაეროს გენერალური ასამბლეის კომიტეტში პირველად იქნა მიღებული და ითვალისწინებს საკითხის გენერალური ასამბლეის მომდევნო სესიის დროსაც განხილვას. მისი მიზანია ოკუპირებულ ყირიმში მცხოვრები მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სერიოზული ადამიანის უფლებების დარღვევების პრევენცია და ამ მხრივ არსებული მდგომარეობის გამოსწორება. რეზოლუციის მიხედვით, რუსეთის ფედერაცია, როგორც საოკუპაციო ძალა, პასუხისმგებელია ყირიმის (უკრაინა) ტერიტორიაზე  ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე. მასში ხაზგასმულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაეროს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგის მექანიზმების დაშვების აუცილებლობას და ამ კონტექსტში ავალდებულებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს (OHCHR) ყირიმში ადამიანის უფლებების საკითხზე თემატური ანგარიშის მომზადებას.

 

ეყრდნობა  რა გაეროს გენერალური ასამბლეის 2014 წლის მარტის რეზოლუციას N: 68/262 უკრაინის სუვერენტიტის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, ტექსტი გმობს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის რუსეთის მიერ დროებით ოკუპაციას.  

 

რეზოლუციის ტექსტი მნიშვნელოვან დიპლომატიურ, პოლიტიკურ და სამართლებრივ საფუძველს ქმნის ყირიმის (უკრაინა) დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების ძირეული უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზების უზრუნველყოფის მიმართულებით.

 

კენჭისყრამდე უკრაინის რეზოლუციის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ. მხარდამჭერი განხადებები ასევე გააკეთეს აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის დელეგაციებმა.

 

რეზოლუციის ტექსტი და საქართველოს მხარდამჭერი განცხადების ტექსტი იხილეთ შემდეგ ბმულზე:  http://un.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=151&info_id=34842

 

 

 

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ