ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩევლის ინგა ყანჩაველის სიტყვით გამოსვლის შესახებ გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგის 127-ე საკითხის ფარგლებში

2016 წლის 21 ნოემბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი ინგა ყანჩაველი სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე A/71/L.5 “გაეროსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას შორის თანამშრომლეობის”, ასევე, A/71/l.7 “გაეროსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის” რეზოლუციების შესახებ საქართველოს პოზიციის დაფიქსირების მიზნით.

            კერძოდ, ქართველმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ ზემოაღნიშნული რეზოლუციების მიხედვით, გენერალური ასამბლეა “კმაყოფილებით აღნიშნავს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის მნიშვნელოვან პრაქტიკულ კონტრიბუციას და ძალისხმევას გააძლიეროს სამშვიდობო შესაძლებლობები და რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის სისტემა”, ასევე, მიიჩნევს, რომ “გაეროსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას შორის თანამშრომლობის გაძლიერება ხელს შეუწყობს გაეროს მიზნებისა და პრინციპების რეალიზებას”.

            აღნიშნულთან დაკავშირებით, ინგა ყანჩაველმა გაიხსენა რუსეთის ფედერაციის მიერ, რომელიც დსთ-ს და კუხო-ს წევრი ქვეყანაა,  საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაცია, აღნიშნული რეგიონების მილიტარიზაცია და  მათი ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართული პოლიტიკა, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო სამართლის, კერძოდ, გაეროს ქარტიის დარღვევით, ასევე, წლების განმავლობაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში დსთ-ს სამშვიდობო ძალების მანდატის ბოროტად გამოყენების ფაქტი.

            შესაბამისად, ინგა ყანჩაველმა განაცხადა, რომ საქართველოს დელეგაცია ვერ დაეთანხმება ზემოაღნიშნული რეზოლუციების ტექსტს და სურს, გაემიჯნოს რეზოლუციებთან დაკავშირებულ კონსენსუსს.

            http://un.mfa.gov.ge/files/un/GA_plenary_21.11.2016.pdf

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ