ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
2016 წლის 22 ნოემბერს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ დებატებზე

2016 წლის 22 ნოემბერს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ დებატებზე „წყალი, მშვიდობა და უსაფრთხოება“. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ისაუბრა წყლის რესურსების სიცოცხლისეულ აუცილებლობაზე და აღნიშნა რომ წყლის უკმარისობა, წყალზე წვდომის შეზღუდვის ჩათვლით, წყლის მენეჯმენტი და ექსპლუატაცია შესაძლებელია გამოყენებულ იქნას  ომის წამახალისებელ და ომის წარმოების იარაღად.

საქართველოს წარმომადგენელმა წევრ სახელმწიფოებს გაუზიარა საქართველოს გამოცდილება 2008 წლის სამხედრო ინტერვენციის შედეგად, საოკუპაციო ძალების მიერ  ცხინვალის რეგიონიდან მომდინარე დაბლოკილი საირიგაციო არხების აღდგენის თაობაზე. აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, ქართულმა მხარემ ააშენა ალტერნატიული არხები და საჭირო ინფრასტრუქტურა. საქართველოს ელჩმა წევრ სახელმწიფოებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია რეგიონალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ, კერძოდ კი, ეუთოს დახმარებით განხორციელებული ზონკარის წყალსაცავის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტის თაობაზე. საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ ერთობლივი წყლის პროექტები გახდა ომით დაშორიშორებულ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენის ერთგვარი ინსტრუმენტი.

კახა იმნაძემ ხაზი გაუსვა ტრანს-სასაზღვრო თანამშრომლობის მნიშვნელობას წყლის ეკოსისტემების აღდგენისა და დეგრადაციის პრევენციის საქმეში და ისაუბრა წყლის რესურსების მართვის სფეროში საქართველოს მიერ მეზობელ ქვეყნებთან გაფორმებული რიგი შეთანხმებებისა და პროექტების თაობაზე, რომლებიც მიმართულია ეკოლოგიურად მდგრადი და წყლის რაციონალური მართვის განხორციელებისაკენ. საქართველოს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ წყლის რესურსების მდგრადი გამოყენება წარმოადგენს საქართველოს პრიორიტეტს, რაც განხორციელებული ცვლილებების შედეგად, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპების (IWRM) შესაბამისად, ასახულ იქნა საქართველოს კანონმდებლობაში.

გამოსვლის სრული ტექსტი იხილეთ http://un.mfa.gov.ge/simple.php?sec_id=151&info_id=34842&lang_id=GEO&tempfile=adm_edit.php 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ