ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
განთავსების თარიღი: 24.11.2016

2016 წლის 22 ნოემბერს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ დებატებზე „წყალი, მშვიდობა და უსაფრთხოება“.

 
განთავსების თარიღი: 22.11.2016

2016 წლის 21 ნოემბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი ინგა ყანჩაველი სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე A/71/L.5 “გაეროსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას შორის თანამშრომლეობის”, ასევე, A/71/l.7 “გაეროსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის” რეზოლუციების შესახებ საქართველოს პოზიციის დაფიქსირების მიზნით.

 
განთავსების თარიღი: 21.11.2016

2016 წლის 17 ნოემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი ინგა ყანჩაველი სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგის 36-ე საკითხის ფარგლებში “სიტუაცია ავღანეთში”.

 
განთავსების თარიღი: 17.11.2016

მიმდინარე წლის 15 ნოემბერს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტმა 73 ხმით 23-ის წინააღმდეგ (76-მა თავი შეიკავა)  მიიღო უკრაინის რეზოლუცია დროებით ოკუპირებული ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. რეზოლუციის 41 თანასპონსორს შორის საქართველო ერთ-ერთია.

 
განთავსების თარიღი: 12.11.2016

2016 წლის 11 ნოემბერს საქართველოს მისიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპისა და ცენტრალური აზიისათვის გაეროს განვითარების რეგიონული ჯგუფისა (R-UNDG ECA) და რეგიონული კოორდინაციის მექანიზმის (RCM) ორგანიზებით, წევრ ქვეყნებთან გამართულ დიალოგში თემაზე - „Moving from MDGs to SDGs in Europe and Central Asia: Untangling Complexity, Taking Action“. 

 
განთავსების თარიღი: 09.11.2016

2016 წლის 7 ნოემბერს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, ელენე აგლაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ დებატებზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმის, კერძოდ კი საბჭოს გაფართოებისა და თანასწორი წარმომადგენლობის საკითხის შესახებ.

 
განთავსების თარიღი: 05.11.2016

2016 წლის 31 ოქტომბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 37-ე პლენარულ სხდომაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პრეზიდენტმა, სილვია ფერნანდეს დე გურმენდიმ წარმოადგინა გასული წლის განმავლობაში სასამართლოს მუშაობის ანგარიში. 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4
6 7 8 10 11
13 14 15 16 18 19
20 23 25 26
27 28 29 30      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ