ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
განთავსების თარიღი: 28.03.2017

2017 წლის 28 მარტს  გაიმართა გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურული სხდომა, სადაც  განხილულ იქნა საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენები, მათ შორის აფხაზეთში გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები, ადმინისტრაციულ საზღვარზე ე.წ გამშვები პუნქტების გაუქმება

 
განთავსების თარიღი: 25.03.2017

2017 წლის 24 მარტს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ელენე აგლაძე განცხადებით წარსდგა გენერალური ასამბლეის მაღალი დონის ღონისძიების „Climate Change and the Sustainable Development Agenda” პლენარული დებატების ფარგლებში. 

 
განთავსების თარიღი: 17.03.2017

2017 წლის 15 მარტს უშიშროების საბჭოს ღია დებატზე „საერთაშორისო მშვიდობის შენარჩუნება: ადამიანების ტრეფიკინგი კონფლიქტურ სიტუაციებში, იძულებითი შრომა, მონობა და მსგავსი პრაქტიკები“ სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარე, ქალთა სტატუსის კომისიის 61-ე სესიაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ქალბატონი მარიამ ჯაში. 

 
განთავსების თარიღი: 11.03.2017

2017 წლის 7-10 მარტს, ქ. ნიუ-იორკში გაეროს სტატისტიკის კომისიის 48-ე სესია გაიმართა.  ორი წლის გულმოდგინე მუშაობის შედეგად, 10 მარტს კომისიამ მდგრადი განვითარების მიზნების გლობალური ინდიკატორები დაამტკიცა, რომლებიც მნიშვნელოვან სახელმძღვანელო როლს შეასრულებენ ხსენებული მიზნების შესრულების შეფასებისა და მონიტორნიგის პროცესში. 

 
განთავსების თარიღი: 09.03.2017

არაფორმალური დებატების ფარგლებში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა, უფროსმა მრჩეველმა სალომე იმნაძემ განაცხადა, რომ საქართველო კვლავაც მხარს უჭერს უშიშროების საბჭოში ქვეყნების რეგიონალური, თანასწორი პრინციპით წარმოდგენას, ასევე მისი გაფართოების საკითხს როგორც მუდმივი, ისე არამუდმივი წევრების კატეგორიით. 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 10
12 13 14 15 16 18
19 20 21 22 23 24
26 27 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ