საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„ჩვენი საერთო დღის წესრიგი“-ს (Our Common Agenda – OCA) მეხუთე (დასკვნით) თემატური განხილვა

2022 წლის 10 მარტს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი სანდრო ინაშვილი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშის, „ჩვენი საერთო დღის წესრიგი“-ს (Our Common Agenda – OCA) მეხუთე (დასკვნით) თემატურ განხილვებზე. თემატური კონსულტაციების ფარგლებში განიხილებოდა გენერალური მდივნის ანგარიშში წარმოდგენილი წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.

შესავალში, საქართველოს წარმომადგენელმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და დაგმო ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესია, რომელიც არღვევს გაეროს ქარტიის, ჰელსინკის ფინალური აქტისა და პრიზის ქარტიის ფუძემდებლურ პრინციპებს.
გამოსვლის ფარგლებში სანდრო ინაშვილმა ისაუბრა გენერალური მდივნის მიერ შემოთავაზებული „მომავლის სამიტის“ 2023 წელს გამართვის მნიშვნელობაზე. ამასთან, ხაზი გაუსვა გაეროსა და რეგიონულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობას.

საერთაშორის თანამშრომლობის გაძლიერების კონტექსტში საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა გლობალურ პროცესებში კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის საკითხს. აღინიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს გენერალური მდივნის ახალ ინიციატივებს, მათ შორის „გაერო 2.0 - ცვლილებათა ხუთეული“, რომლებიც გაეროს სისტემის ეფექტიანობის გაზრდასა და თანამედროვე გამოწვევებთან უფრო ეფექტურად გამკლავებას ისახავს მიზნად.