საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშის, „ჩვენი საერთო დღისწესრიგი“-ს (Our Common Agenda – OCA) მეოთხე თემატურ განხილვებზე

2022 წლის 3 მარტს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშის, „ჩვენი საერთო დღისწესრიგი“-ს (Our Common Agenda – OCA) მეოთხე თემატურ განხილვებზე. მეოთხე თემატური კონსულტაციების ფარგლებში განიხილებოდა გენერალური მდივნის ანგარიშში წარმოდგენილი წინადადებები, რომლებიც პლანეტის დაცვასა და მომავლის გამოწვევებისთვის მომზადებას უკავშირდება.

 თავისი გამოსვლა კახა იმნაძემ უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოცხადებით დაიწყო და კიდევ ერთხელ დაგმო ქვეყანის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესია.
შინაარსობრივ საკითხებზე საუბრისას, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველო პარიზის კლიმატის შეთანხმების ერთგული რჩება და მისი ეროვნულ დონეზე შესრულების მიზნით ქვეყანა არაერთ ამბიციურ გეგმას ასრულებს.
კახა იმნაძემ ისაუბრა კლიმატის ცვლილებას, სტიქიურ უბედურებასა და იძულებით გადაადგილებას შორის არსებულ გარდაუვალ კავშირზე და აღნიშნა, რომ ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა მცირეკუნძულოვანი განვითარებადი ქვეყნების მაგალითზე.

ელჩმა ასევე ყურადღება გაამახვილა მდგრად და მოქნილ საკვების სისტემებზე, რომლებიც აუცილებებლია გარემოს დაცვისა და ბუნებასთან ურთიერთობის არსებული პოლიტიკისა და მიდგომების გადასახედად.

კახა იმნაძემ გლობალური ჯანდაცვის არქიტექტურის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც უმნიშვნელოვანესია კოვიდ პანდემიასთან ბრძოლისა და 2030 დღის წესრიგის შესრულების კონტექსტში.

დასასრულს ელჩი მიესალმა გენერალური მდივნის ინიციატივას საერთო გლობალური პლათფორმის შექმნის თაობასე, რომელიც მიზნად ისახავს გლობალურ საგანგებო მდგომარეობებთან ეფექტურ გამკლავებას.