საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს არია ფორმულას ფორმატის შეხვედრაზე

2022 წლის 27 აპრილს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, გვარამ ხანდამიშვილი სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს არია ფორმულას ფორმატის შეხვედრაზე: “ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა უკრაინაში ჩადენილი სასტიკი დანაშაულებისთვის. საქართველო იყო ამ შეხვედრის თანასპონსორთა შორის.

თავის გამოსვლაში, მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ისაუბრა რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებზე და აღნიშნა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის აუცილებლობა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით.

გვარამ ხანდამიშვილი მიესალმა დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელსაც ევალება გამოიძიოს რუსეთის აგრესიის კონტექსტში ჩადენლი ყველა დარღვევა და დანაშაული და მაღალი შეფასება მისცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადებას, რომ დაუყოვნებლივ დაიწყებს აქტიურ გამოძიებას. ასევე, საქართველოს წარმომადგენელმა გააჟღერა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინაში განხორციელებულ აგრესიასთან დაკავშირებით ანგარიშვალდებულების საკითხზე მეგობართა ჯგუფის მანდატის მიმართ და გამოხატა ამ ჯგუფის საქმიანობაში აქტიური ჩართულობის მზადყოფნა.