2024 წლის 6 თებერვალს გაეროში გაიმართა მომავლის პაქტის (Pact for the Future) შემუშავების თაობაზე პირველი არაფორმალური კონსულტაცია, რომელზეც განცხადება გააკეთა გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმონადგენლის მოადგილემ, დავით აბესაძემ.
2024 წლის 6 თებერვალს გაეროში გაიმართა მომავლის პაქტის (Pact for the Future) შემუშავების თაობაზე პირველი არაფორმალური კონსულტაცია, რომელზეც განცხადება გააკეთა გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმონადგენლის მოადგილემ, დავით აბესაძემ.
გამოსვლისას საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა სამიტის მოსამზადებლად მრავალმხრივი და კონსტრუქციული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და ამ პროცესში გაეროს წევრი ქვეყნებისა და შესაბამისი, დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას. აქვე აღინიშნა, პაქტში მდგრადი განვითარების სამივე - ეკონიმიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი განზომილებისა და მათთან დაკავშირებული გამოწვევების თანაბრად ასახვის საჭიროება.
გამოსვლისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე. მათ შორის გამოიყო, პაქტის ტექსტში, საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, გაეროს ქარტიის უხეში დარღვევების დაგმობის; მშვიდობის უზრუნველყოფისა და კონფლიქტების პრევენციის პარალელურად, გაეროს წევრ ქვეყნებს შორის მუქარისა და ძალის გამოყენების მიუღებლობის ხაზგასმის საჭიროება. ასევე ხაზი გაესვა, საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, მდგრად განვითარებასა და ადამიანის უფლებებს შორის კავშირის აღიარების მნიშვნელობას და ამ მიზნით მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებების მშენებლობის საჭიროებას.
შეხვედრისას გამოითქვა, ზემოხსენებული დოკუმენტის შემუშავებისა და ზოგადად მომავლის სამიტის მომზადების პროცესში ქართული მხარის კონსტრუქციულად ჩართულობის მზაობა.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შეთანხმდა მომავლის სამიტის 2024 წლის 22-23 სექტემბერს გამართვა, რომელზეც იგეგმება მომავლის პაქტის მიღება. მომავლის პაქტი ქმედებებზე ორიენტირებული დოკუმენტია, რომელზეც შეთანხმება უნდა მოხდეს გაეროს წევრ ქვეყნებს შორის მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების საფუძველზე.