Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

2023 წლის 26 ოქტომბერს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა, ეკატერინე ლორთქიფანიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ფარგლებში გამართულ ინტერაქტიულ დიალოგში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ დაცვის დამოუკიდებელ ექსპერტთან, ბ-ნ ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზთან.

საქართველოს დელეგატმა მადლობა გადაუხადა დამოუკიდებელ ექსპერტს წარმოდგენილი ანგარიშისთვის და მისი მანდატისადმი საქართველოს მხარდაჭერა დაუდასტურა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ზომებს დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ქვეყანაში მოწყვლადი ჯგუფების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.
ამ კონტექსტში აღინიშნა ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია (2022-2030 წლებისთვის), რომელიც მიზნად ისახავს თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის გაუმჯობესებას, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვას და დისკრიმინაციის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებზე მსხვერპლზე ორიენტირებული რეაგირების გაუმჯობესებას.