Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

2023 წლის 30 ოქტომბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, დავით აბესაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგის 74-ე საკითხზე (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს [ICC] ანგარიში), გამართული გენერალური დებატების ფარგლებში.

2023 წლის 30 ოქტომბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, დავით აბესაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგის 74-ე საკითხზე (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს [ICC] ანგარიში), გამართული გენერალური დებატების ფარგლებში.

თავის გამოსვლაში დავით აბესაძემ შეაქო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტი, წლიური ანგარიშისა და მისი საქმიანობისთვის. ხაზი გაესვა, კანონის უზენაესობის დაცვისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის შემაშფოთებელი, ყველაზე უფრო მძიმე დანაშაულების საკითხზე, ICC-ის მნიშვნელოვან როლს. აქვე ICC-ის სისტემისადმი, მათ შორის, ინსტიტუციური და საბიუჯეტო მხარდაჭერის გზით და რომის სტატუტისადმი, საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა.     

დავით აბესაძემ გაიხსენა, რომ საქმე - ვითარება საქართველოში, ევროპის სამართლებრივ სივრცეში ICC-ის შემოსვლის პირველი შემთხვევა იყო, რომლის ფარგლებშიც  რუსეთსა და საქართველოს შორის საერთაშორისო კონფლიქტის თაობაზე გამოძიება დაიწყო. აქვე ყურადღება გამახვილდა სასამართლოს მიერ გამოძიების დასრულებას, რომელმაც რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული აგრესიის პერიოდში ომის დანაშაულების ჩადენისთვის, სამი ინდივიდის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდენები გამოსცა. აქვე ხაზი გაესვა, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის კონტექსტში, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ უხეშ დარღვევებზე, რუსეთის პასუხისმგებლობას, რაც  ICC-იმ დაადასტურა.

საუბარი ასევე შეეხო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) მიერ 2021 წლის იანვარში გამოტანილ განაჩენს, რომელმაც ცალსახად დაადასტურა საქართველოს რეგიონებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე რუსეთის ოკუპაცია და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომისა და მიმდინარე ოკუპაციის პერიოდში, სამოქალაქო და სამხედრო პირების წინააღმდეგ განხორციელებულ საზარელ დანაშაულებზე, რუსეთის პასუხისგებლობა. დავით აბესაძემ ასევე გაიხსენა, რომ ECHR-მა პირველად ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს რეგიონი - აფხაზეთი, რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდეც, 1990-იან წლებიდან იყო ეფექტური კონტროლის ქვეშ და რომ, რუსეთი სრულადაა პასუხისმგებელი ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებებზე. 

დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში ICC-ის მნიშვნელოვანი როლის კონტექსტში, ხაზი გაესვა, რომ საქართველო  იმ სახელმწიფოთა შორის იყო, რომლებმაც უკრაინაში ვითარების თაობაზე  ICC-ის პროკურორს მიმართეს და ამ მხრივ წინსვლის მოლოდინი გამოიხატა.