22 მარტს გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ბატონმა კახა იმნაძემ მონაწილება მიიღო გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 66-ე სესიის ფარგლებში, კანადის, ნიდერლანდების, ლატვიისა და უკრაინის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პარალელურ ღონისძიებაში „The impact on women and girls of the unjustified invasion of Ukraine“.
ინტერაქტიული დისკუსიის ფარგლებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა მკაცრად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას, რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად.