- მთავარი
- მუდმივი წარმომადგენლის ბიოგრაფია
- დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე
დაბადების თარიღი და ადგილი
დაიბადა 1975 წლის 30 დეკემბერს, ქ. თბილისში
პროფესიული გამოცდილება
2022 წლის სექტემბრიდან იკავებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას.
2016 წლის დეკემბრიდან 2022 წლის თებერვლამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში.
2014-2016 იკავებდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოსტს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში.
2012–2014 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საბერძნეთის რესპუბლიკასა და სერბეთის რესპუბლიკაში.
2008–2012 წლებში ეკავა უფროსი მრჩევლისა და საქმეთა დროებითი რწმუნებულის თანამდებობები, ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში.
2005–2008 წლებში იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას.
2002–2005 წლებში მუშაობდა საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩევლად და მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში ჟენევაში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.
1997–2002 წლებში იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მრჩეველი ადამიანის უფლებების, ინფორმაციისა და ანალიზის, ასევე სამართალდაცვის ორგანოებთან ურთიერთობის მიმართულებით.
1996–1997 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში.
განათლება
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალობებით.
ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.