მისასალმებელი სიტყვა
ძვირფასო სტუმარო!
მოგესალმებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ვებ-გვერზე.
საქართველოს მისია მონაწილეობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და მისი ინსტიტუტების საქმიანობაში. წარმომადგენლობის მიზანია, გაეროს წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის კოორდინირებით და ორგანიზაციის მექანიზმების გამოყენებით, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სრულყოფილად წარმოჩენა, ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების დღის სინათლეზე გამოტანა და მათ გადასაჭრელად საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება, გაეროს ინსტიტუტების უფრო აქტიურად ჩაბმა საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების პროცესში.
თანამედროვე მსოფლიოში არსებულმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ დღის წესრიგში დააყენა გაეროს რეფორმირების აუცილებლობა. ჩვენი დიპლომატები აქტიურად არიან ჩაბმულნი ამ პროცესში. მიგვაჩნია, რომ იგი უნდა გახდეს უფრო მოქნილი ორგანიზაცია, რომელსაც შეეძლება თანამდროვე საფრთხეებზე სწრაფად და ადეკვატურად რეაგირება.
წინამდებარე ვებ-გვერდის საშუალებით შესაძლებელია თვალყური ადევნოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჩვენს საქმიანობას, გაეცნოთ ანგარიშებსა და პრეს-რელიზებს, ასევე სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციებს საქართველოსა და გაეროში მიმდინარე პროცესებზე.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ამომწურავი და საინტერესო იქნება თქვენთვის.