2024 წლის 25 ნოემბერს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, დავით აბესაძე, სიტყვით გამოვიდა მაღალი დონის შეხვედრაზე რომელიც მიეძღვნა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის 25-ე წლისთავს.
2024 წლის 25 ნოემბერს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, დავით აბესაძე, სიტყვით გამოვიდა მაღალი დონის შეხვედრაზე რომელიც მიეძღვნა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის 25-ე წლისთავს.
თავის გამოსვლაში, მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქალთა უფლებების დაცვა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს და საქართველო არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით არსებული გამოწვევების საპასუხოდ.
მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ხაზი გაუსვა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად, სახელმწიფოს მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას და აღნიშნა ისეთი სამართლებრივი ცვლილებები, როგორიცაა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის წესი და 2024 წელს დამტკიცებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები.
დავით აბესაძემ აღნიშნა, რომ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირება საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2022-2030 წლებისთვის) მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ აღნიშნა, რომ შეიარაღებული კონფლიქტები და მძიმე ჰუმანიტარული გამოწვევები კიდევ უფრო აძლიერებს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებს და არაპროპორციულად დიდ ზიანს აყენებს ქალებსა და გოგოებს, განსაკუთრებით მოწყვლად სიტუაციებში. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას მძიმე ჰუმანიტარული შედეგები აქვს, განსაკუთრებით, დაუცველ მშვიდობიან მოსახლეობაზე, ქალებსა და გოგოებზე.
მან აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის, რუსეთის მიერ უკანონო ოკუპაციის გამო, საქართველო მოკლებულია შესაძლებლობას დაიცვას ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც ქალები და გოგოები კვლავ განიცდიან მათი უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების მძიმე დარღვევებს.