- მთავარი
- სიახლეები
- 2023 წლის 1 ნოემბერს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, დავით აბესაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მესამე კომიტეტის ფარგლებში, დღის წესრიგის 60-ე საკითხზე (ლტოლვილების საკითხში გაეროს უმაღლესი კომისრის (UNHCR) ანგარიში) გამართულ გენერალურ დებატზე.
2023 წლის 1 ნოემბერს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, დავით აბესაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მესამე კომიტეტის ფარგლებში, დღის წესრიგის 60-ე საკითხზე (ლტოლვილების საკითხში გაეროს უმაღლესი კომისრის (UNHCR) ანგარიში) გამართულ გენერალურ დებატზე.
2023 წლის 1 ნოემბერს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, დავით აბესაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მესამე კომიტეტის ფარგლებში, დღის წესრიგის 60-ე საკითხზე (ლტოლვილების საკითხში გაეროს უმაღლესი კომისრის (UNHCR) ანგარიში) გამართულ გენერალურ დებატზე.
დავით აბესაძემ ხაზი გაუსვა, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაცავად საქართველოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ მოახდინა თავშესაფრის შესახებ კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, რომელიც 1951 წლის ჟენევის კონვენციასთან და 1967 წლის პროტოკოლთან, ასევე ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია.
აღინიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულია 300 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებიც 1991 წლიდან მოყოლებული, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად იქნენ განდევნილნი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან - აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.
ამ კონტექსტში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში (GID) - რომელიც რუსეთის ფედერაციასთან ერთადერთი ფორმატია რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების, მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების, გადასაჭრელად - ხელშესახები შედეგების მიღწევა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ქართველმა დელეგატმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ჰუმანიტარულ სამუშაო ჯგუფში, ლტოლვილების საკითხში გაეროს უმაღლესი კომისრის (UNHCR) მნიშვნელოვან როლზე.
დებატისას ქართველმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო, უკრაინელი მოსახლეობის საკუთარი სახლებიდან განდევნას და მათ მიმართ საქართველოს მხარდაჭერა გამოხატა. აღნიშნულ კონტექსტში, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ 28 000-ზე მეტი ომისგან დაზარალებული უკრაინელის ქვეყანაში მიღებასა და მხარდაჭერას.