Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, დავით აბესაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 36-ე პლენარულ სესიაზე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმის საკითხზე დებატის ფარგლებში

2024 წლის 11 ნოემბერს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, დავით აბესაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 36- პლენარულ სესიაზე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმის საკითხზე დებატის ფარგლებში.

თავის გამოსვლაში, მუდმივი წარმომადგენელის მოადგილემ კიდევ ერთხელ გააჟღერა საქართველოს პოზიცია უშიშროების საბჭოს რეფორმის საჭიროებასთან დაკავშირებით. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ახლახან მიღებული „მომავლის პაქტი“ ნათლად წარმოაჩენს უშიშროების საბჭოს რეფორმის აუცილებლობას.

დავით აბესაძემ გააჟღერა საქართველოს პოზიცია უშიშროების საბჭოში როგორც მუდმივი, ისე არამუდმივი წევრების კატეგორიების გაფართოების მხარდაჭერის თაობაზე. ხაზი გაუსვა საქართველოს პრიორიტეტს, რომ მეტი რეგიონული წარმომადგენლობისა და თანასწორობისთვის, დამატებითი ადგილი გამოიყოს აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფისთვის. ასევე გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა, რათა გამოიყოს დამატებითი ადგილები აფრიკის და სხვადასხვა რეგიონის პატარა კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოებისთვის.

ვეტოს გამოყენებასთან დაკავშირებით, მუდმივმი წარმომადგენლის მოადგილემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ვეტოს შეზღუდვის აუცილებლობა იმ შემთხვევებში, როდესაც უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება ეხება გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულების და ომის დანაშაულების პრევენციას; ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც უშიშროების საბჭოს რომელიმე წევრი ჩართულია საბჭოს მიერ განხილვის საკითხზე კონფლიქტში და არ შეუძლია მიუკერძოებლად ვეტოს გამოყენება.