Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა აცხადებს 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მხარდაჭერას პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.

სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული პროგრამის ან სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ან კურსდამთავრებული.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, მიმდინარე წლის 8 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე ([email protected]) უნდა წარმოადგინონ შევსებული განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ - განაცხადის ფორმა  და შემდეგი დოკუმენტაცია:

- ავტობიოგრაფია;

- დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

- პასპორტის ასლი;

- ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

- ერთი ფოტოსურათი.

სტაჟირების პროგრამის გავლის მიზნით შერჩეულმა კანდიდატმა მითითებულ დოკუმენტებთან ერთად ასევე უნდა წარმოადგინოს ცნობა ნასამართლეობის შესახებ.

ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსის ეტაპები მოიცავს წარმოდგენილი განაცხადების გადარჩევასა და კონკურსანტებთან გასაუბრებას.

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა 2027 წლიდან დაიწყება. ანაზღაურების რაოდენობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაკავშირება შემდეგ ნომერზე:

212-759-1949