- მთავარი
- სიახლეები
- 2024 წლის 28 ოქტომბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მრჩეველი, სოფიო კუპრაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 79-ე სესიის პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგის 74-ე საკითხზე (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს [ICC] ანგარიში), გამართული გენერალური დებატების ფარგლებში.
2024 წლის 28 ოქტომბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მრჩეველი, სოფიო კუპრაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 79-ე სესიის პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგის 74-ე საკითხზე (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს [ICC] ანგარიში), გამართული გენერალური დებატების ფარგლებში.
2024 წლის 28 ოქტომბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მრჩეველი, სოფიო კუპრაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 79-ე სესიის პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგის 74-ე საკითხზე (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს [ICC] ანგარიში), გამართული გენერალური დებატების ფარგლებში.
თავის გამოსვლაში სოფიო კუპრაძემ მიულოცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს, ტომოკო აკანეს სასამართლოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევა და მადლობა გადაუხადა მას წლიური ანგარიშის წარდგენისთვის.
ქართველმა დელეგატმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს სასამართლოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევები და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლეთა სანქცირება ძირს უთხრის სასამართლოს უფლებამოსილებას და დამოუკიდებლობას. აქვე ქართველმა დელეგატმა დადებითად შეაფასა სასამართლოს ნაბიჯები აღნიშნული დაბრკოლებების გადალახვის გზაზე.
სოფიო კუპრაძემ გაიხსენა, რომ საქმე - „ვითარება საქართველოში“, ევროპის სამართლებრივ სივრცეში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) შემოსვლის პირველი შემთხვევა იყო, რომლის ფარგლებშიც რუსეთსა და საქართველოს შორის საერთაშორისო კონფლიქტის თაობაზე გამოძიება დაიწყო, 2008 წელს რუსეთის მიერ ჩადენილი საერთაშორისო დანაშულებებისთვის. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა სასამართლოს მიერ სამი ინდივიდის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდენების გაცემაზე.
სოფიო კუპრაძემ ხაზი გაუსვა სასამართლოს უნივერსალურობის პრინციპს და ამ კონტექსტში მიესალმა სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიკაციას და უკრაინის მიერ რატიფიკაციისკენ გადადგმულ პროგრესულ ნაბიჯებს.
ქართველმა დელეგატმა კიდევ ერთხელ გაიხსენა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ხაზი გაუსვა ამ მხრივ, საერთაშორისო სამართლის დარღვევებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობას. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო იმ სახელმწიფოთა შორის იყო, რომლებმაც უკრაინაში ვითარების თაობაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს მიმართეს და ამ მხრივ წინსვლის მოლოდინი გამოიხატა.