- მთავარი
- სიახლეები
- 2024 წლის 3 დეკემბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, იოსებ ჟორჟოლიანი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამართულ დისკუსიაზე, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის, რობერტ პაიპერის ანგარიშის განხილვას მიეძღვნა.
2024 წლის 3 დეკემბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, იოსებ ჟორჟოლიანი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამართულ დისკუსიაზე, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის, რობერტ პაიპერის ანგარიშის განხილვას მიეძღვნა.
2024 წლის 3 დეკემბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, იოსებ ჟორჟოლიანი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამართულ დისკუსიაზე, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის, რობერტ პაიპერის ანგარიშის განხილვას მიეძღვნა.
საქართველოს წარმომადგენლის განცხადებაში ხაზი გაესვა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის მნიშვნელობას, განგრძობადი ოკუპაციის შედეგად შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას და საქართველოს მთავრობის პოლიტიკას იძულებით გადაადგილებულ პირთა მშვიდობიანი და ღირსეული დაბრუნების უზრუნველსაყოფად.
საქართველოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული ვითარება მუდმივად უარესდება და ყოველდღიურად ირღვევა ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებები. ორივე რეგიონში ადგილი აქვს ეთნიკური დისკრიმინაციის, სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრებისა და ჯანმრთელობის უფლებების დარღვევის, თვითნებური დაკავებების, გატაცებებისა და მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის შემთხვევებს. წარმომადგენელმა აღნიშნა საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის, ვიტალი კარბაიას, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობების და ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო ვითარებაში სიკვდილის ფაქტები, და ხაზი გაუსვა, რომ ამ სასტიკ დანაშაულთა ჩამდენი პირები კვლავ დაუსჯელები რჩებიან.
საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი და აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობა. საქართველოს წარმომადგენელმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა ერთობლივი ძალისხმევით შეუწყოს ხელი 2008 წლის აგვისტოში ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას, რომელსაც რუსეთი უხეშად არღვევს.
ასევე, აღინიშნა, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ ინიცირებული ყოველწლიური რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ მზარდი მხარდაჭერით სარგელბობს. ამ რეზოლუციის სულისკვეთებით, წარმომადგენელმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა ხელი შეუწყოს საერთაშორისო უსაფრთხოების და ჰუმანიტარული მექანიზმების დაშვებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე.
საქართველოს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს რუსეთის მიმდინარე სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000-ზე მეტი უკრაინელის დახმარებას.