Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

2023 წლის 30 ოქტომბერს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი ეკატერინე ლორთქიფანიძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მესამე კომიტეტის ფარგლებში, დღის წესრიგის საკითხზე: „რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და არატოლერანტობის აღმოფხვრა “.

2023 წლის 30 ოქტომბერს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი ეკატერინე ლორთქიფანიძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მესამე კომიტეტის ფარგლებში, დღის წესრიგის საკითხზე: „რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და არატოლერანტობის აღმოფხვრა “.

 

ქართველმა დელეგატმა ხაზი გაუსვა, რომ თანასწორობის ხელშეწყობა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყოფა წარმოადგენს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნული სტრატეგიის (2022-2030 წლებისთვის) ოთხი ძირითადი პრიორიტეტიდან ერთ-ერთს. 2020 წლიდან საქართველოში ამოქმედდა შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის თანამედროვე, ყოვლისმომცველი სისტემა, რომელიც შესაძლებლობას აძლებს შესაბამის უწყებებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურას, უზენაეს სასამართლოსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, ინფორმაცია გაუზიარონ ერთმანეთს. ტოლერანტობის გაძლიერებისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ცნობიერების ამაღლების კამპანიები ტარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე.

 

ქართველმა დელეგატმა ხაზი გაუსვა, რომ  რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის გამო, ადგილზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა საგანგაშოა. რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ორივე რეგიონში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ხალხი განიცდის ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მუდმივ დარღვევებს, მათ შორის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების აკრძალვა, კვლავაც უკიდურესად უარყოფით ჰუმანიტარულ გავლენას ახდენს ორივე ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

 

On October 30, 2023 Ekaterine Lortkipanidze, Counsellor of the Permanent Mission of Georgia to the United Nations, delivered a statement within the Third Committee of the 78th Session of the UN General Assembly, under agenda item “Elimination of racism, racial discrimination, xenophobia and related intolerance”.

 

Georgian Delegate stressed that promotion of equality and ensuring realization of human rights without discrimination represent one out of the four core priorities of the second National Human Rights Strategy of Georgia (2022-2030). Since 2020 a comprehensive joint data system of statistics on crimes committed on the grounds of intolerance has been put in place in Georgia, which gives the possibility to relevant agencies, Ministry of Internal Affairs, the General Prosecutor's Office, the Supreme Court, and the National Statistics Office of Georgia to share information with each other. Awareness raising campaigns with the purpose of strengthening tolerance and combating discrimination, are being conducted across the country, both at central and local levels.

 

Georgian delegate underlined that due to the occupation of Georgian regions of Abkhazia and Tskhinvali by the Russian Federation, the human rights situation on the ground remains alarming. The conflict-affected people in both Russia-occupied regions of Georgia suffer from ever-increasing violations of human rights and fundamental freedoms. Among other grave violations, discrimination on ethnic grounds and prohibition of education in native Georgian language, continue to have extremely negative humanitarian impact on the daily lives of people residing in both occupied regions.