- მთავარი
- სიახლეები
- 2024 წლის 1 ნოემბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, ეკატერინე ლორთქიფანიძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პლენარულ სხდომაზე, თავის გამოსვლაში ეკატერინე ლორთქიფანიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო, როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) წევრი, მტკიცედ რჩება ერთგული, წვლილი შეიტანოს საბჭოს მანდატის სრულად განხორციელებაში.
2024 წლის 1 ნოემბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, ეკატერინე ლორთქიფანიძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პლენარულ სხდომაზე, თავის გამოსვლაში ეკატერინე ლორთქიფანიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო, როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) წევრი, მტკიცედ რჩება ერთგული, წვლილი შეიტანოს საბჭოს მანდატის სრულად განხორციელებაში.
2024 წლის 1 ნოემბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, ეკატერინე ლორთქიფანიძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პლენარულ სხდომაზე, თავის გამოსვლაში ეკატერინე ლორთქიფანიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო, როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) წევრი, მტკიცედ რჩება ერთგული, წვლილი შეიტანოს საბჭოს მანდატის სრულად განხორციელებაში.
მან ხაზი გაუსვა 2024 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) 57-ე სესიაზე მიღებული რეზოლუციის - „საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ“ (57/33) მნიშვნელობას. ხაზი გაესვა, რომ ისევე როგორც წინა წლებში, რეზოლუცია მოითხოვს, რომ რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონულ მექანიზმებს მიეცეს დაუყოვნებლივი და შეუფერხებელი წვდომა“. აქვე ხაზი გაესვა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსა და ადამიანის უფლებათა საკითხებში, გაეროს უმაღლესი კომისრის არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია, როგორც საოკუპაციო ძალა კვლავ აფერხებს, რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მათ შესვლას.
ქართველმა დელეგატმა შეახსენა აუდიტორიას, რომ ზემოხსენებული რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებებს, რომლებიც სამართლებრივად ადასტურებს, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას, რუსეთის მიერ მათზე ეფექტურ კონტროლს და ადგილზე ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე, რუსეთის სრულ პასუხისმგებლობას.
ქართველმა დელეგატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილზე არსებულ უამრავ დარღვევას შორისაა ქართველების ეთნიკური დისკრიმინაცია, სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საკუთრების უფლების დარღვევა, წამება და არასათანადო მოპყრობა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და მშობლიურ, ქართულ ენაზე განათლების შეზღუდვა. აღინიშნა, რომ მხოლოდ გასულ წელს რუსეთის უკანონო ოკუპაციამ ორი მშვიდობიანი ქართველი მშვიდობიანი მოქალაქე, თამაზ გინტურის და თემურ კარბაიას იმსხვერპლა.
ხაზი გაესვა, რომ ასევე შემაშფოთებელია, რომ რუსეთი აგრძელებს უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრაქტიკას, რაც უფრო ხანგრძლივი და აღმაშფოთებელი გახდა. ითქვა, რომ თვით ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები, ქალები, მოხუცები და ბავშვები აღნიშნული დარღევების მთავარი სამიზნეები არიან. აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ, ორივე უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონში გრძელვადიან უკანონო პატიმრობაში კვლავ რჩებიან საქართველოს მოქალაქეები.
ამასთან, ეკატერინე ლორთქიფანიძემ გამოსვლისას ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მძიმე შედეგების გამო და რუსეთის მიერ ადამიანის საერთაშორისო უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მძიმე დარღვევების გამო და დაადასტურა საქართველოს სრული მხარდაჭერა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ძალისხმევის მიმართ.