2025 წლის 17 ოქტომბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის პირველი კომიტეტის (განიარაღების და უსაფრთხოების საკითხები) გენერალური დებატები გაიმართა.
2025 წლის 17 ოქტომბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის პირველი კომიტეტის (განიარაღების და უსაფრთხოების საკითხები) გენერალური დებატები გაიმართა.
გენერალურ დებატებში მონაწილეობდა გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, დავით აბესაძე.
როგორც თავის გამოსვლაში დავით აბესაძემ აღნიშნა, დღეს მსოფლიო უპრეცედენტო უსაფრთხოების გამოწვევების წინაშეა. მან სხვა საკითხებს შორის, ხაზი გაუსვა, რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების ფართო სახის უკანონო მილიტარიზაციასა და თანმხლებ უკანონო ქმედებებს, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
დავით აბესაძემ ისაუბრა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ 2021-2025 წლებში გადადგმული ნაბიჯების
და გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს როლის შესახებ.
ამ კონტექსტში, მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ აღნიშნა, რომ 2024- 2026 წლების პერიოდში, საქართველო პირველად არის არჩეული მსოფლიოს ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) მმართველთა საბჭოს წევრად, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველო ყოველთვის იყო და იქნება საერთაშორისო განიარაღებისა და გაუვრცელებლობის რეჟიმების მტკიცე მხარდამჭერი.
