2023 წლის 31 ოქტომბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, დავით აბესაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგის 66-ე საკითხზე (ადამიანის უფლებათა საბჭოს ანგარიში) გამართული გენერალური დებატების ფარგლებში.
2023 წლის 31 ოქტომბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, დავით აბესაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგის 66-ე საკითხზე (ადამიანის უფლებათა საბჭოს ანგარიში) გამართული გენერალური დებატების ფარგლებში.
თავის გამოსვლაში დავით აბესაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო, როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი, ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მტკიცედ რჩება ერთგული წვლილი შეიტანოს საბჭოს მანდატის სრულად განხორციელებაში.
მან ხაზი გაუსვა 2023 წელს HRC-ის 52-ე სესიაზე მიღებული რეზოლუციის - „საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ“ (52/40) მნიშვნელობას. ხაზი გაესვა, რომ სამწუხაროდ, აღნიშნული რეზოლუციის, საერთაშორისო საზოგადოების და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია, როგორც საოკუპაციო ძალა კვლავ აფერხებს ადამიანის უფლებების საკითხებზე გაეროს უმაღლესი კომისრის (OHCHR) და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო მექანიზმების, რუსეთის მიერ არალეგალურად ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლას.
დავით აბესაძემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ, საქართველოს ორივე უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონში გაუარესებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას, სადაც მუდმივად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ეს დარღვევები მოიცავს, სიცოცხლის ხელყოფას, წამებასა და არასათანადოდ მოპყრობას, გატაცებებსა და და არაკანონიერ დაკავებებს. ამ კონტექსტში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმები თვითნებურად აგრძელებენ, მათ შორის, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების, ქალების, მოხუცებისა და ბავშვების თვითნებურად დაკავებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ, ორივე უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონში გრძელვადიან უკანონო პატიმრობაში კვლავ რჩება საქართველოს 11 მოქალაქე, მათ შორის, ქრისტინე თაკალანძე, ასმათ თავაძე და ირაკლი ბებუა, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს.
დავით აბესაძემ შეახსენა აუდიტორიას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) 2021 წლის გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და მათზე ეფექტურ კონტროლს და რუსეთის სრულ პასუხისმგებლობას ადგილზე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე. აღინიშნა, რომ უფრო მეტიც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ა.წ. მარტის კიდევ ერთი გადაწყვეტილება ადასტურებს, რუსეთის ეფექტურ კონტროლს აფხაზეთის რეგიონზე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე დიდი ხნით ადრე. ამასთან, დავით აბესაძემ გამოსვლისას კვლავაც ხაზი გაუსვა უკრაინისადმი საქართველოს სრულ მხარდაჭერა და რომ საქართველო გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.
On 31 October 2023, Deputy Permanent Representative of Georgia to the United Nations, David Abesadze delivered a statement within the General Debate of the 78th Session of the UN General Assembly, under the Agenda Item 66 – Report of the Human Rights Council.
David Abesadze stressed that as the member of the UN Human Rights Council, Georgia remains firmly committed to further contribute to the comprehensive implementation of the Council’s mandate in close cooperation with all stakeholders, including NGOs.
He underlined the importance of the resolution on “Cooperation with Georgia” (52/40) adopted during the 52nd session of the HRC in 2023. He underlined that regrettably, despite numerous calls by the resolutions, the international community and the United Nations High Commissioner for Human Rights, the occupying power - the Russian Federation continues to prevent the United Nations High Commissioner for Human Rights (OHCHR) and other international human rights monitoring mechanisms from entering Russia-illegally occupied Abkhazia and Tskhinvali regions of Georgia.
David Abesadze stressed the continuously deteriorating humanitarian situation in both illegally occupied regions of Georgia, where people have to endure blatant violations of their fundamental rights. In this context, he underlined that the Russian occupation regimes continue to arbitrarily arrest representatives of the even most vulnerable groups, women, elderly and children. He emphasized that currently, there are still 11 Georgian citizens in lengthy illegal detention in both illegally occupied regions, among them Kristine Takalandze, Asmat Tavadze and Irakli Bebua, who has severe health problems.
David Abesadze recalled the judgment of the European Court of Human Rights (ECHR) of 2021, which confirmed the occupation and effective control of the Russian Federation over Abkhazia and Tskhinvali regions of Georgia and Russia’s full responsibility for the human rights violations on the ground. Moreover, he underlined, European Court of Human Rights’ (ECHR) another decision of March this year, which affirmed Russia’s effective control over Abkhazia region long before August 2008 Russia-Georgia War. David Abesadze also reiterated Georgia’s full support to Ukraine and condemned Russia’s war of aggression against Ukraine.