Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

2024 წლის 6 ნოემბერს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, დავით აბესაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მესამე კომიტეტის ფარგლებში, ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისართან, ფილიპო გრანდისთან გამართულ ინტერაქტიულ დიალოგზე.

თავის გამოსვლაში დავით აბესაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ამ რეგიონებში განხორციელებული მრავალჯერადი ეთნიკური წმენდის შედეგად, ასი ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი კვლავ მოკლებულია შესაძლებლობას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.

მან ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებას საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“, რომელმაც დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციას, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელს, ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ორივე რეგიონში.

გამოსვლის დასასრულს, მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში გაუარესებულ ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობაზე.