Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

2023 წლის 26 ოქტომბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა, ეკატერინე ლორთქიფანიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ინტერაქტიულ დიალოგში გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებებზე, ბ-ნ ჯერარდ ქუინთან.

საქართველოს დელეგატმა სპეციალური მომხსენებლის მანდატის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა დაადასტურა და მადლობა გადაუხადა მას საქართველოში ახლახანს განხორციელებული ვიზიტისთვის, რომლის ფარგლებშიც, ბ-ნმა ქუინმა შეხვედრები გამართა შესაბამის უწყებებთან, სადაც შესაძლებლობა მიეცა განეხილათ ეროვნულ დონეზე აღებული ვალდებულებები, შშმ პირთა უფლებების დაცვის მხრივ ადამიანის უფლებათა დაცვის ჩარჩოს გაუმჯობესების მიზნით.
 
ქართველმა დელეგატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია კვლავ ხელს უშლის საქართველოს მთავრობას საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფ შშმ პირებთან ადამიანის უფლებათა დაცვის ჩარჩოს გაზიარებისგან.