გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩევლის, აკაკი დვალის განცხადება ტყეების საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე
2025 წლის 21 მარტს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსმა მრჩეველმა, აკაკი დვალმა განცხადება გააკეთა ტყეების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაეროს ტყეების ფორუმის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.
თავის გამოსვლაში, უფროსმა მრჩეველმა ისაუბრა ტყეების მნიშვნელობაზე იმ თვალსაზრისით, რომ მათ წვლილი შეაქვთ წარმოებაში, ეროვნულ ეკონომიკებში და წარმოადგენენ ადამიანთა საარსებო წყაროს. მან ხაზი გაუსვა ტყეების მდგრადი მართვის და ტყის არამერქნული პროდუქტების წარმოების წახალისების აუცილებლობას, რაც ქმნის ეკონომიკურ სარგებელს გადაჭარბებული გაუტყეურების გარეშე.
უფროსმა მრჩეველმა ისაუბრა საქართველოს მიერ ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ, რაც მოიცავს როგორც საკანონმდებლო რეფორმებს, ისე პროაქტიულ მუშაობას ბიზნესების მხარდასაჭერად არამერქნული ტყის პროდუქტების წარმოებაში. მან აღნიშნა მწვანე კლიმატის ფონდის, ასევე გერმანიის და შვეიცარიის მთავრობების მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს ტყის სექტორის განვითარებაში.