Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

2024 წლის 20 ნოემბერს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, დავით აბესაძე, სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მესამე კომიტეტის ფარგლებში, რეზოლუციის პროექტის (A/C.3/79/L.44) „ადამიანის უფლებების მდგომარეობა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში“ განხილვისას. საქართველო ხსენებული რეზოლუციის მთავარი სპონსორია.

თავის გამოსვლაში, მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მან კიდევ ერთხელ გამოხატა ღრმა შეშფოთება რუსეთის მიერ უკრაინაში ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სისტემური და უხეში დარღვევების გამო, რომელიც ასახულია უკრაინის საკითხებზე მომუშავე გაეროს საგამოძიებო კომისიის დასკვნებში. აქვე, მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ხაზი გაუსვა უკრაინის საკითხებზე მომუშავე დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიის არსებობის მნიშვნელობას და მისი მანდატის მიმართ მყარი მხარდაჭერა გამოხატა.

მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ხაზი გაუსვა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) და სხვა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების დაუყოვნებელი, უსაფრთხო და შეუზღუდავი წვდომის აუცილებლობას ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის სხვა ტერიტორიებზე.

მან გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა წარდგენილი რეზოლუციის პროექტის მიმართ და დელეგატებს კენჭისყრაზე რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.