- მთავარი
- სიახლეები
- 2024 წლის 29 ოქტომბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, სოფიო კუპრაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგის 73-ე საკითხზე (მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს [ICJ] ანგარიში), გამართული გენერალური დებატების ფარგლებში.
2024 წლის 29 ოქტომბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, სოფიო კუპრაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგის 73-ე საკითხზე (მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს [ICJ] ანგარიში), გამართული გენერალური დებატების ფარგლებში.
2024 წლის 29 ოქტომბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, სოფიო კუპრაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგის 73-ე საკითხზე (მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს [ICJ] ანგარიში), გამართული გენერალური დებატების ფარგლებში.
თავის გამოსვლაში სოფიო კუპრაძემ მადლობა გადაუხადა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს, მოსამართლე ნავაფ სალამს წარმოდგენილი წლიური ანგარიშისთვის და აღნიშნა, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რასაც დღეს მსოფლიო აწყდება, ICJ-ის ეფექტური ფუნქციონირება და ქვეყნების მიერ მისი გადაწყვეტილებების აღსრულება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ქართველმა დელეგატმა გენერალური ასამბლეის ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) ბოლო გადაწყვეტილებაზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (IV), იგივე „განგრძობადი ოკუპაციის საქმე“, რომლითაც სასამართლომ რუსეთს სრული პასუხისმგებლობა დააკისრა ადამიანის უფლებათა იმ მძიმე დარღვევებისთვის, რომელიც ხორციელდებოდა რუსეთის უკანონო „ბორდერიზაციის“ პოლიტიკის გატარების პროცესში ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზთან. საქართველოს დელეგატმა ასევე გაიხსენა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) 2021 წლის გადაწყვეტილება - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (II), რომლითაც სასამართლომ დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაციამ განახორციელა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და ასევე ამ ტერიტორიებზე 2008 წლამდე და მის შემდგომ ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს.
გამოსვლის დასასრულს, საქართველოს დელეგატმა მოუწოდა რუსეთს, დაემორჩილოს ICJ-ის დროებით ზომებს, რაც ავალდებულებს რუსეთის ფედერაციას, „დაუყოვნებლივ შეაჩეროს ის სამხედრო ოპერაციები, რომელიც მან დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე“.
სოფიო კუპრაძემ გაეროს წევრ ქვეყნებს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის აღიარებისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა სასამართლოს მიმართ.