Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ბ-ნი დავით ბაქრაძის განცხადება საშუალო-შემოსავლიანი ქვეყნების თაობაზე გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე, თემით: „მდგრადი განვითარების სტრუქტურული ბარიერების მოგვარება საშუალო-შემოსავლიან ქვეყნებში“

გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმა ხაზგასმით აღნიშნა საშუალო-შემოსავლიანი ქვეყნების კრიტიკული როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში (SDGs). აღნიშნა რა საშუალო-შემოსავლიანი ქვეყნების წილი და მათ როლი გლობალურ ეკონომიკაში, მან ხაზი გაუსვა მათ უნიკალურ გამოწვევებს დღევანდელ რთულ გლობალურ ლანდშაფტში.

საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა საშუალო-შემოსავლიანი ქვეყნებისთვის მორგებული მხარდაჭერის აუცილებლობას, ეროვნული განვითარების პრიორიტეტებთან შესაბამისობაში მყოფი ცოდნის გაზიარების, შესაძლებლობების განვითარებისა და პოლიტიკური სახელმძღვანელოს გზით. სამხრეთ-სამხრეთისა და სამკუთხა თანამშრომლობა მიჩნეულ იქნა განვითარების გამოცდილებისა და ერთობლივი ძალისხმევის ხელშეწყობის მნიშვნელოვან ბერკეტად.

ბ-ნმა დავით ბაქრაძემ ასევე გააჟღერა საქართველოს მთავრობის პოზიცია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიღარიბის დაძლევის საკითხებში მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა საქართველოს მიერ სიღარიბის შემცირების მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და ჩამოთვალა სიღარიბისა და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად გადადგმული შემდგომი ნაბიჯები. მან ასევე აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის ძლიერი მდგრადობა, რომელმაც 2024 წელს 9,4%-იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწია.

განცხადება ასევე შეეხო ციფრული უთანასწორობის გადალახვაზე, როგორც ქვეყნის პრიორიტეტზე, რაც ასევე გათვალისწინებულია საქართველოს „საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების სტრატეგიაში (2025–2030)“, რომლის მიზანია ციფრული ასპექტების გაძლიერება სხვადასხვა სექტორში. გარდა ამისა, სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებით საქართველო პოზიციონირებს როგორც „ციფრული სატრანზიტო დერეფანი“, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას, რაც მნიშვნელოვანია ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნებისთვის.

როგორც კლიმატის ცვლილების მიმართ დაუცველმა ქვეყანამ, საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, მზაობა „მწვანე გარდაქმნისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატური ნეიტრალიტეტის მიღწევას 2050 წლისთვის, ამასთან, აღნიშნა, რომ „მწვანე გარდაქმნის“ მიზნები ინტეგრირებულია ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ პოლიტიკაში.

დასასრულს, საქართველომ ხაზი გაუსვა, რომ მდგრადი განვითარების მიზნები მიღწევა შეუძლებელია საშუალო-შემოსავლიან ქვეყნებში არსებული გამოწვევების გადაჭრის გარეშე. წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის უარყოფით გავლენას, რაც აფერხებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, ისარგებლოს საქართველოს განვითარებით.