- მთავარი
- სიახლეები
- გაეროს გენერალური ასამბლეის (UNGA) პლენარულ სხდომაზე, რომელიც გლობალური დაცვის პასუხისმგებლობის (R2P) საკითხს მიეძღვნა, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა იოსებ ჟორჟოლიანმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის, ადრეული გაფრთხილების მექანიზმებისა და გაეროს წესდების მიმართ კოლექტიური ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობას.
გაეროს გენერალური ასამბლეის (UNGA) პლენარულ სხდომაზე, რომელიც გლობალური დაცვის პასუხისმგებლობის (R2P) საკითხს მიეძღვნა, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა იოსებ ჟორჟოლიანმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის, ადრეული გაფრთხილების მექანიზმებისა და გაეროს წესდების მიმართ კოლექტიური ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობას.
მიმდინარე წლის 28 ივლისს, გაეროს გენერალური ასამბლეის (UNGA) პლენარულ სხდომაზე, რომელიც გლობალური დაცვის პასუხისმგებლობის (R2P) საკითხს მიეძღვნა, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა იოსებ ჟორჟოლიანმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის, ადრეული გაფრთხილების მექანიზმებისა და გაეროს წესდების მიმართ კოლექტიური ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობას.
მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ გახანგრძლივებულ ჰუმანიტარულ გამოწვევებზე. ასევე აღინიშნა, რომ ბოლოდროინდელი უკანონო ე.წ. „ადმინისტრაციული შეთანხმება“ და მიმდინარე მოვლენები კვლავ ართულებს რეგიონულ სტაბილურობას და უარყოფითად აისახება იძულებით გადაადგილებულ პირთა (IDPs) და ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებზე.
დასასრულს აღინიშნა, რომ R2P-ის პრინციპების კონკრეტულ ქმედებებში ასახვის მიზნით, საქართველო ადასტურებს მხარდაჭერას ACT ქცევის კოდექსისა და გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს გამოყენების შეზღუდვის ინიციატივების მიმართ.
