2025 წლის 31 ოქტომბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიის ფარგლებში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან, იურგ ლაუბერთან დებატები გაიმართა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დავით აბესაძემ, გამოსვლისას მადლობა გადაუხადა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისთვის.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ერთგული წევრი, კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ ერთგულებას ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის და ასევე, საბჭოს საქმიანობაში აქტიური წვლილის შეტანის მიმართ.
სხვა საკითხებთან ერთად, მან ისაუბრა „საქართველოსთან თანამშრომლობის“ შესახებ რეზოლუციაზე, რომელიც პირველად იქნა მიღებული კონსენსუსით ადამიანის უფლებათა საბჭოს ბოლო, მე-60 სესიაზე და მადლიერება გამოხატა მისი ყველა მხარდამჭერისა და თანასპონსორის მიმართ.
თავის გამოსვლაში დავით აბესაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციას, რაც საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
დასასრულს, მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ურყევ ერთგულებას ადამიანის უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის ხელშეწყობის მიმართ, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
